21 წლის ახალგაზრდა ჯეილონ კერლეი, რესტორანში საკვებში ჩაფურთხების გამო სამსახურიდან დაითხოვეს. გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს თუ როგორ აფურთხებს იგი პიცის ცომში, ვიდრე მას სანელებლებს შეურევს.
კერლეის პროდუქციის კანონმდებლობის დარღვევისათვის წაეყენა ბრალდება. დანაშაული 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, მისი კლიენტი აცნობიერებს, თავის ჩადენილ ცუდ საქციელს და ნანობს მას. მისივე თქმით, პიცა კონკრეტული კლიენტისათვის იყო განკუთვნილი.
პოლიციამ გამოძიება ვიდეოს ინტერნეტში გავრცელებამდე დაიწყო. ვიდეო კანზას-სიტიში კომერიკა პარკშია გადაღებული. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა ტესტი, ხომ არ მოხდა რაიმე გადამდები ავადმყოფობის გავრცელება ნერწყვის მეშვეობით.
ქინელა მეი, რომელმაც ვიდეო ინსტაგრამზე ატვირთა, ამბობს, რომ კერლეი იმ დღეს „გაბრაზებული და განერვიულებული იყო, რადგან ცუდი დღე ჰქონდა“. იგი ასევე აცხადებს, რომ კერლეის მსგავსი რამ მანამდეც გაუკეთებია. იგი ამტკიცებს, რომ გამოქვეყნებამდე ვიდეო ადმინისტრაციას გაუგზავნა, მაგრამ არანაირი რეაქცია არ ამ ფაქტს მოჰყოლია. „ყოველთვის, როცა ადმინისტრაციასთან ამ ფაქტზე საუბარს წამოვიწყებდი, მაჩუმებდნენ და მემუქრებოდნენ,“ -აცხადებს მეი.