თბილისის მერი კახი კალაძე მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ფარულ აუდიოჩანაწერის გავრცელების კომენტირებისას აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რათა ზოგიერთ მავნებელ პოლიტიკურ ძალას სურს ქვეყანაში არეულობის მოწყობა.
„არავინ არ გაბედოს კანონს მიღმა რაიმე ნაბიჯების გადადგმა, თორემ ყველა სათითაოდ აგებს მკაცრად პასუხს ქვეყნის წინაშე, საზოგადოების წინაშე და კანონის წინაშე. გუშინ ვითომ აქციები გამართა ნაცმოძრაობამ, 10-10 კაცი ყავდათ გამოყვანილი. ცდილობენ, რომ რაღაც ფონი შექმნან ვითომ რაღაცა უბედურებაა. თუ რამე კონკრეტული დანაშაული აქვს კონკრეტულ პირს, მას უნდა მოვთხოვოთ კანონის წინაშე და ვაგებინოთ პასუხი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ვინმემ არ გაბედოს კანონის მიღმა ნაბიჯების გადადგმა” აცხადებს კახი კალაძე.