ბათუმში 50 წლის ქალი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ქალის დაჭრაში ბრალდებული მისი შვილია. მას ჭრილობა დანით, ყელის არეშე აქვს მიყენებული.
გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციის ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.