2017 წელი მსოფლიოში მოსახლეობისთვის ყველაზე საშინელი წელი იყო. ეს სპეციალისტებმა 145-ზე მეტ ქვეყანაში ხალხის ემოციების კვლევის მიხედვით დაადგინეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
Gallup-ის ყოველწლიური “გლობალური ემოციების” ანგარიშის თანახმად, 2017 წელს ადამიანებმა მეტი სტრესი, შფოთი, ფიზიკური ტკივილი, სიბრაზე და მწუხარება განიცადეს, ვიდრე წინა წლებში.
ეს შედეგები ნიშნავს იმას, რომ 2017 წელი 2005 წლის (ამ წლიდან დაიწყო გლობალური ემოციების შესწავლა) შემდეგ ყველაზე “ნეგატიური” აღმოჩნდა.
კვლევისას გამოკითხული ყოველი 10 ადამიანიდან 4-მა თქვა, რომ 2017 წელს მიმდინარე მოვლენების გამო სტრესი ან მწუხარება განიცადეს. ყოველი 5 ადამიანიდან ერთმა კი თქვა, რომ გრძნობდა სიბრაზეს, 23% – მწუხარებას, 31% კი ფიზიკურ ტკივილს.
კვლევაში მსოფლიოს მასშტაბით 154 000 ადამიანი მონაწილეობდა.