„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო ევრაზიის რეგიონის სამ მოწინავე ქვეყანას შორის მოხვდა.
გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის რეიტინგში საქართველომ 140 სახელმწიფოს შორის 66-ე ადგილი დაიკავა. 2017 წელთან შედარებით, ქვეყანამ ერთი პოზიციით წინ წაიწია.
საქართველო რეიტინგში წინ უსწრებს ხორვატიას, აზერბაიჯანს, სომხეთს, მონტენეგროს, ალბანეთს, უკრაინას, მაკედონიას, მოლდოვას, ბოსნია-ჰერცოგოვინას და სხვა.
კონკურენტუნარიანობის 2018 წლის რეიტინგის ლიდერია აშშ. მეორე ადგილზეა სინგაპური, ხოლო მესამეზე – გერმანია.