პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ისლამისტური პარტიის წევრებმა ქრისტიანი ქალის აზია ბიბის გამართლება გააპროტესტეს. ერთ-ერთმა ექსტრემისტმა ვალ ჯამაატმა წითლად გადახაზული მისი სურათი გამოიტანა პროტესტის ნიშნად.
შეგახსენებთ, რომ ხუთი შვილის დედა აზია ბიბი 2010 წელს სიკვდილმისჯილთა საკანში იმის გამო მოხვდა, რომ მუსულმან ქალებს ერთი ჭიქა წყლის დალევის გამო შეეკამათა. იგი რელიგიის შეურაცხყოფისათვის დააპატიმრეს და ჩამოხრჩობა მიუსაჯეს.
2018 წლის 31 ოქტომბერს პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ მას ყველა ბრალდება მოუხსნა.
აზია ბიბის გათავისუფლებას პაკისტანში მწვავე საპროტესტო აქციები მოყვა.