ექსპერტი მამუკა არეშიძე სკანდალურ განცხადებას ავცელებს, მისი თქმით ნაციონალური მოძრაობა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის თემის გამოყენებით ქვეყანაში გარკვეული არეულობის მოწყობას გეგმავდა.
როგორც „პრაიტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე არეშიძემ განაცხადა, პოლიტიკური ძალის სცენარის თანახმად, უნდა მომხდარიყო აფეთება და ეს აფეთქება მსხვერპლით უნდა დასრულებულიყო:
„არჩევნების წინ საქართველოში ყოველთვის ვრცელდება ინფორმაციები დესტაბილიზაციაზე. ხან აქვს ამ ინფორმაციას საფუძველი, ხან არა. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ამ ინფორმაციას გარკვეული საფუძველი აქვს და არა მხოლოდ დღევანდელი გადმოსახედიდან. როდესაც მალხაზ მაჩალიკაშვილმა და ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს, ჩემთვის მაშინვე გახდა ცნობილი, რომ ამ ორი ადამიანის უბედურების გამოყენებას გარკვეული პოლიტიკური ძალა აპირებდა“. – განაცხადა მამუკა არეშიძემ.