ინტერნეტში ვიდეო ვრცელდება, სადაც მოჩანს, თუ როგორ უმიზნებს მოსწავლე იარაღს მასწავლებელს. შემთხვევა კრეტეის ედუარდ ბრენლის ლიცეუმში მოხდა. ვიდეოში ისმის, თუ როგორ აშინებს მოსწავლე და აიძულებს მასწავლებელს გაცდენის ნაცვლად ყველა გრაფაში დასწრება ჩაუწეროს. „შეაბრუნე თავი, თავი შეაბრუნე“ – ისმის ვიდეოში.
ვიდეოს გავრცელების შემდგომ მასწავლებელი დირექციაში დაიბარეს და ვიდეოს შესახებ აცნობეს. მისი განცხადებით, იგი თავდამსხმელს უჩივლებს. საფრანგეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. წინასწარი ცნობებით, იარაღი არ იყო საბრძოლო და იგი მხოლოდ შეშინების მიზნით იყო გამოყენებული.