საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ორი და დაშავდა საქართველოს ერთი მოქალაქე. შემთხვევის დროს ავტომობილში ასევე იმყოფებოდა საფრანგეთის ორი არასრულწლოვანი მოქალაქე. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ინფორმაციას საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საკონსულო სამსახური კონტაქტზე იმყოფება გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებთან და საფრანგეთის შესაბამის უწყებებთან. ტარდება ყველა საჭირო სამუშაო გარდაცვლილთა საქართველოში დროულად გადასვენების უზრუნველსაყოფად.