ოკუპირებულ აფხაზეთში ქაღალდის ფულის პირველი კუპიურა გამოუშვეს, რომელზეც პირველი დეფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბაა გამოსახული. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
კუპიურის ერთ მხარეს ვლადისლავ არძინბა ხატია, მეორე მხარეზე კი აფხაზი მებრძოლები, რომელთაც აფხაზური დროშა უჭირავთ. ფულზე ასევე გამოსახულია აფხაზეთის დეფაქტო გერბი და რუკა.
კუპიურის ნომინალური ღირებულება 500 აფსარია (5000 რუბლი, 73 დოლარის ეკვივალენტი). ბანკნოტი 10000-იანი ტირაჟით დაიბეჭდა და ის წარმოებაში 29 სექტემბერს ჩაეშვება. ბანკნოტის ზომა 150×65 მმ-ია.