ნიდერლანდებში პირველი პირადობის მოწმობა გაიცა, სადაც სქესი მითითებულია X, ანუ ნეიტრალური. შესაბამისად, მისი მფლობელი არც კაცია, არც ქალი. მსგავსი შემთხვევა არა მარტო ნიდერლანდებში, არამედ ევროპაშიც პირველია.
პირი, ვინც პირადობა აიღო, ლეონე ზეერგერსს, თავდაპირველად პირადობაში მამრობითი სქესი ეწერა, 2011 წელს ქირურგიული ჩარევის შემდეგ პირადობაში მან სქესი მდედრობითთ შეიცვალა, სახელი კი ლეონის (Léon) ნაცვლად ლეონე (Leonne) დაირქვა.
ამგვარი პრაქტიკა უკვე დააკანონეს ავსტრალიამ და კანადამაც.