16 მილიონი ამერიკელისთვის შოკოლადის რძეს ყავისფერი ძროხა იწველება
ამერიკაში რძის პროდუქტების ინოვაციების ცენტრმა (Us Dairy) უცნაური სტატისკიტა გამოავლინა: აშშ-ს მოსახლეობის 7% ფიქრობს, რომ შოკოლადის რძე პირდაპირ ყავისფერი ძროხის ცურიდან მოედინება. ამგვარად, 16.4 მილიონი ამერიკელი არ იცნობს შაქრისა და კაკაოს ტრადიციულ რეცეპტს. კომპანიის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, თუ რამდენად ხშირად მიირთმევდნენ ადამიანები რძეს.
შედეგი არ აკვირვებს ამერიკელთა უმრავლესობას. მათ მიაჩნიათ, რომ ამას ბავშვებს სკოლაში არ ასწავლიან, შესაბამისად მათ ეს არ ეცოდინებათ.
Washington Post-ი აღნიშნულ მოვლენას ეხმაურება და წერს, რომ უკვე ათწლეულებია, უამრავმა ამერიკელმა არ იცის საიდან მოდის საკვები, რომელსაც ისინი მიირთმევენ, როგორ მოდის იგი მაღაზიამდე, თუნდაც რა შენარევებია შოკოლადის რძეში.