საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის – ვალერი ჟისკან დესტენის შვილი, პარიზში აგრესიის მსხვერპლი გახდა. ჰენრი ჟისკან დესტენი პარიზის მე-15 დასახლებაში ცემეს და ფული წაართვეს.
როგორც თავად დაზარალებულმა პოლიციას განუცხადა, იგი მანქანიდან გადმოვიდა ბანკომატიდან ფულის გამოსატანად. როდესაც საბანკო ბარათის კოდი აკრიფა, მოულოდნელად ორი ახალგაზრდა დაესხა თავს. მათ იგი სასტიკად ცემეს და ბანკომატში მაქსიმუმი თანხა მოითხოვეს. ფულის წაღების შემდეგ კი ქუჩაში დააგდეს უმოწყალოდ ნაცემი. წაღებულია 1000 ევრო.
პოლიცია ჯერ-ჯერობით თავდამსხმელთა ვინაობას არ ასახელებს, თუმცა როგრც Le Parisien იუწყება, თავდამსხმელები საფრანგეთის მოქალაქეები არ არიან.