15000 ნაციონალისტი შეიკრიბა კიევში ეროვნული დღის აღსანიშნავად, რომელიც უკრაინის დამცველს სტეფან ბენდერას უკავშირდება. მანიფესტაციას, რომელსაც პოლიციის სქელი კორიდორი მიყვებოდა, ულტრა მემარჯვენეების ჯგუფები ახლდა თან. მათ სახეები ნიღბებით ჰქონდათ დამალული. „დიდება უკრაინას“ -სკანდირებდნენ მანიფესტანტები, „სიკვდილი მოსკოველებს“, „დაუბრუნეთ უკრაინა უკრაინელებს“ – ისმოდა აგრეთვე შეკრებილებს შორის.
მანიფესტაციის მსვლელობის დროს ასამდე ადამიანი დაკავეს. მსველობის დაწყებამდე, ასამდე ულტრა-ნაციონალისტმა მეორე მსოფლიო ომის გენერლის ნიკოლაი ვატუტინის ძეგლთან კიბე მიიტანეს, რომელიც კიევის ცენტრში მდებარეობს და მის შებილწვას შეეცადნენ. პოლიციამ ისინი შეაჩერა, თუმცა მათ ძეგლისთვის კვერცხების სროლა მაინც მოახერხეს.