ინტერნეტში ავარიის უცნაური კადრები ვრცელდება. Renault-ს მარკის მიკროავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა, იგი საპირისპირო მიმართულებით გადავიდა და მოძრავ სატვირთოს შეასკდა.
შემთხვევა უკრაინაში მოხდა. როგორც კადრებიდან ჩანს, შეჯახებამ ავტომობილის წინა მხარე სრულიად მოანგრია, თუმცა მძღოლი რომელსაც ღვედიც კი არ ეკეთა და შემთხვევამ გამოაღვიძა, უვნებელი გადარჩა.