უგანდას პირველი ვიცე პრემიერის მოსეს ალის უცნაური ილეთი ინტერნეტ სივრცეში ძალიან პოპულარული გახდა. 79 წლის პოლიტიკოსმა ნამბოლის სტადიონზე ბურთს ფეხი ამოსცხო, თუმცა თავისი წონა ვერ გათვალა და ყოფილი გენერალი მიწაზე გაიშხლართა. უფრო მეტიც, მას ფეხსაცმელიც კი გასძვრა. სირცხვილნაჭამი გენერალი დაცვის წევრებმა ძლივს წამოაყენეს ფეხზე.