საქართველოს საფეხბურთო ნაკრები FIFA-ს რეიტინგში სამი საფეხურით დაწინაურდა.
ვლადიმირ ვაისის მომზადებული გუნდი აქამდე 96-ე ადგილზე იყო, ერთა ლიგაზე ორი შეხვედრის მოგების შემდეგ კი ეროვნულმა ნაკრებმა 1254 ქულა დააგროვა და 93-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
ყაზახები ამ ეტაპზე 118-ე, ლატვიელები კი 131-ე ადგილზე არიან. FIFA-ს სანაკრებო რეიტინგში ბელგიის ნაკრები ლიდერობს.