სერბეთში ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში, უცნაური შემთხვევა მოხდა. სომეხმა სპორტსმენმა ქართველ მოჭიდავეს სასქესო ორგანოზე უკბინა. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელებში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.
მსაჯმა სომეხი მოჭიდავე დასაჯა. იგი ჩემპიონატიდან იქნა გარიცხული უხამსი ქმედების გამო. ამ უკანასკნელმა კი სააპელაციო სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ მას სასქესო ორგანოზე არ უკბენია, არამედ მხოლოდ პირით შეეხო.
სააპელაციო სასამართლომ არგუმენტები გაითვალისწინა და სომეხ მოჭიდავეს ჩემპიონატის გაგრძელების უფლება მისცა.