აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ სატელიტიდან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც წითლად ის ადგილებია აღნიშნული, სადაც ამჟამად ცეცხლი მძვინვარებს. გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ ცეცხლის კერები ყველა კონტინეტზეა, თუმცა განსაკუთრებით შესამჩნევი აფრიკაა.
ხანძარები მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრები აქტიურდება ზაფხულის სეზონზე, რასაც უდიდესი დანაკარგი მოაქვს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ხანძრების გახშირება კლიმატური ცვლილელების ბრალია.