ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ არცთუ ოპტიმისტური დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად მარსზე პირველი ექსპედიცია კოსმოსშივე დაიღუპება. მთავარი ტრაგედია კი ის არის, რომ თითქმის ერთწლიან ფრენას პლანეტამდე პირველი კოსმონავტები ვერ გადაიტანენ. სააგენტოს მტკიცებით, მარტო პირველ ექვს თვეში ხომალდის ეკიპაჟი 60%-ით მეტ რადიაციას მიიღებს, ვიდრე მთელი მისი პროფესიული კარიერის განმავლობაში მიუღია.
პროექტ ExoMars-ის სპეციალისტებმა ექსპერიმენტი ათობით ცხოველზე ჩაატარეს და გამოთვალეს, რომ რადიაციის დოზა, რაც ასტრონავტების ორგანიზმში დაგროვდება ღია კოსმოსში, რამდენიმე ასეულჯერ მეტი, იქნება ვიდრე იმ ადამიანებში დაგროვილი რადიაცია, ვინც დროის იმავე მონაკვეთში დედამიწაზე იქნება. კოსმოსში რადიაციისგან დაცვის ეფექტური მექანიზმი არ არსებობს. არსებობს ტექნოლოგიები, თუმცა რადიაციის საწინააღმდეგო „გარსის“ წონა რამდენიმე ასეული ტონაა და ორბიტაზე მის გასატანად და ასაწყობად რამდენიმე წელი და რამდენიმე ათეული ზემძიმე რაკეტა იქნება საჭირო.
დაგროვილი რადიაცია კოსმონავტებში თითქმის 100%-ით გამოიწვევს სიმსივნეებს. მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ ასეთი ზემოქმედება კოსმონავტების უმეტესობას ახალი სამყაროსკენ გზაზე დაღუპავს და ვინც გადარჩება, ისინიც დაიღუპებიან უკვე ზედაპირზე.