რეჟსორი გიორგი შენგელაია განცხადებას ავრცელებს:
„დავრწმუნდი, რომ ეს არჩევნები არ იქნება სამართლიანი, წესიერი. იქნება ფულების ტრიალი. ამიტომ მე, როგორც ჩემი ოჯახის შვილს, როგორც რეჟისორს არ მეკადრება ასეთ საზიზღრობაში მივიღო მონაწილეობა. მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა პრეზიდენტის არჩევნებზე. ჩემი საბუთები არის იუსტიციის სამინისტროში. მოძრაობა ჩამოვაყალიბე, არავითარი პარტია. მოძრაობას დავარქვით „ხალხის ნება“.
თუ არ შესრულდება ჩემი მოთხოვნები, მე წავალ, მივიღებ ამერიკის მოქალაქეობას და ძალიან მალე გავხდები ამერიკის სენატორი „კონსერვატიული პარტიიდან”. იმიტომ კი არა, რომ დავრჩე, არამედ იმიტომ, რომ გამარჯვებული ჩამოვიდე“ – განაცხადა გიორგი შენგელაიამ. მისივე განცხადებით, იგი მომავალი კვირიდან პარლამენტის გადაგომის მოთხოვნით აქციებს გეგმავს.