ნადიას და დაკოტას ქორეოგრაფიულმა ნომერმა ფრანგულ პროექტში: „საფრანგეთს ჰყავს დაუჯერებელი ტალანტი“ 33 მილიონი ნახვა დააგროვა ფეისბუქზე.
21 წლის ნადია ლადეირასი და 27 წლის დაკოტა სიმაო მოცეკვავე წყვილია, რომლებმაც ცეკვით ოჯაური ძალადობის სცენა წარმოადგინეს. მათმა ცეკვამ გამოქვეყნებიდან (21 ოქტომბერი) მეორე დღესვე 20 000 კომენტარი დააგროვა, ნახვა კი 33 მილიონს უკვე გადასცდა.
დღემდე არცერთ კანდიდატს მსგავს პროექტში ოჯახურ ძალადობაზე არაფერი მიუძღვნია. ვიდეო აქტუალური გახდა ტელევიზიებისთვისაც.
„4 წელია ნადიასთან ვცეკვავ, ჩვენი წინა კლიპი 10 000 ნახვას ვერ გასცდა, ამას ნადვილად არ მოველოდით“, – აცხადებს დაკოტა, რომელიც მუსიკას ასწავლის და ამავე დროს ხატავს.
„ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ოჯახური ძალადობის სცენებია, ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა ეს სცენები ცეკვით და გაგვეგზავნა მესიჯი საზოგადოებისთვის, რათა გაიმართოს დებატები ამ საკითხზე, ეს არ იყო გათვლილი მხოლოდ ცეკვის მოყვარულებისათვის“, – დაამატა ნადიამ, რომელიც 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს მისაღებში მუშაობს.