საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა.
ილიას ზუროსის გუნდი თელ ავივში ისრაელს დაუპირისპირდა და 85:80 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო და 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.