მიმდინარე წლის გაზაფხულზე საპროტესტო აქციების აქტიურმა მონაწილემ ლაშა ცუცქირიძემ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას“ თანხა გადაურიცხა. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ლაშა ცუცქირიძემ 10 ოქტომბერს ოპოზიციურ პარტიას 10 ათასი ლარი ჩაურიცხა.
პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 10-11 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობას“ მთლიანობაში 32 289 ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული, მათ შორის 5-5 ათასი ლარი ბექა ბასილაიასგან, გიორგი პატარაიასგან და მაია მუმლაძისგან.
ამის გარდა, 5000 ლარის შემოწირულება უფიქსირდება პარტია „ევროპულ საქართველოს“, 1000 ლარის კი „ლეიბორისტულ პარტიას“.
შეგახსნებთ, ლაშა ცუცქირიძე საზოგადოებას საპროტესტო აქციაზე წარმოთქმული „კაა“-თი დაამახსოვრდა.