შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ეკლესიებისა და მეჩეთის გაქურდვის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. ერთი მათგანი, 1967 წელს დაბადებული ადგილობრივი მკვიდრი, ხულოში მდებარე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიებში ფანჯრიდან შევიდა და შესაწირავის ყუთებში არსებული თანხა მოიპარა. მეორე კი, 1999 წელს დაბადებული ადგილობრივი მკვიდრი, ხულოს რაიონის სოფელ ბეღლეთში არსებული მეჩეთიდან თანხის და ნოუთბუქის მოპარვის ფაქტზეა დაკავებული.
ორივეს ბრალი უკვე წარუდგინეს. გამოძიება ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.