ოზორას ელექტრონული მუსიკის ფესტივალს 1999 წელს ჩაეყარა საფუძველი უნგრეთის სოფელ ოზორაში, ბალატონის ტბის აღმოსავლეთით. თავდაპირველად ფესტივალი სოლიპსის სახელწოდებით გახდა ცნობილი (მზის სრული დაბნელება). დღესდღეობით ოზორას ფესტივალი მსოფლიოში ტრანსმუსიკის ყველაზე დიდ ზეიმად მიიჩნევა.