მსახიობი სამუელ ლე ბიჰანი გარემოზე ზრუნვით დიდი ხანია ცნობილია. მის მიერ დაარსებულმა ასოციაციამ Earthwake-მა ახალი გამოგონება წარმოადგინა, რომელიც პლასტიკურ ნარჩენებს საწვავად გარდაქმნის. ასოციაციის განცხადებით, ის მილიონობით ბოთლი, რომეილც მსოფლიო ოკეანეებს აბინძურებს, კაცობრიობას საკეთილდღეოდ მოხმარდება.
ასოციაციამ გამოგონერბის პრეზენტაცია, საფრანგეთის სამხრეთით, ანტიბის ნავსადგურზე ჩაატარა. გამოგონების იდეა კრისტოფორ კოსტის ეკუთვნის, რომელიც ასოციაციის დაქირავებული თანამშრომელია და აღნიშნულ რეგიონში ცხოვრობს.
ასოციაცის უფრო დიდი მექანიზმის შექმნაზე მუშაობს. სამუელ ბიჰანის განცხადებით „ასოციაცია დახლოებით 6 თვეში გრანდიოზულ პროექტს წარადგენს, რომელიც ოკეანეების პლასტიკურ ბოთლებს ჩაყლაპავს“.