პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ დეპუტატ სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა.
სხდომის მსვლელობისას სალომე სამადაშვილმა და ირაკლი აბესაძემ მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის მხრიდან რეაგირება და საკითხზე მსჯელობა მოითხოვეს, რის გამოც სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო. დეპუტატებმა ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს.
„ფარცხალაძე მოიყვანეთ აქ, ბიძინას თოჯინის მოსმენა მოგვბეზრდა“, – განაცხადა სამადაშვილმა. საპასუხოდ მას ეკა ბესელიამ „მიშას თოჯინა“ უწოდა.
სალომე სამადაშვილს უმრავლესობის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიაშვილმა მიმართა უზრდელი უწოდა. სამადაშვილმა კი განაცხადა, რომ მალე ხალხი „ქართულ ოცნებას“ პარლამენტიდან კინწისკვრით გაყრის.
აღიშნულის შემდეგ, ეკა ბესელიამ სალომე სამადაშვილს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა და მანდატურის სამსახურს მისი საკომიტეტო დარბაზიდან გაყვანა მოსთხოვა.