მედიის ცნობით, იტალიაში საქართველოს მოქალაქემ მაღაზია ერთი წლის შვილთან ერთად გაქურდა – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, 42 წლის მამაკაცი ქალაქ ტრიესტეს მაღაზიაში დააკავეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, გამყიდველმა შენიშნა, რომ მამაკაცი, რომელსაც თან ერთი წლის შვილი ჰყავდა, ბავშვის ტანსაცმელს იპარავდა. გამყიდველმა მისი შეჩერება სცადა, თუმცა მამაკაცმა ეტლი დააგდო და გაქცევა სცადა.
მამაკაცის შეჩერება ჯერ გამვლელებმა, შემდეგ კი პოლიციამ შეძლო. როგორც აღმოჩნდა, ბ.გ.-მ 330 ევროს ღირებულების ტანსაცმელი მოიპარა. მამაკაცი პატიმრობაში დატოვეს, შვილი კი დედას, ასევე საქართველოს მოქალაქეს, დაუბრუნეს.