2017 წლის 29 ნოემბრს, ყოფილი იუგოსლავიის ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა ხორვატი გენერლის სლობოდან პრალიაკის განაჩენი გამოაცხადა, რომელსაც ბოსნიელი მუსლიმების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისათვის 20 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ სლობოდან პრალიაკმა განაცხადა, რომ ის სამხედრო დამნაშავე არ არის და განაჩენს არ ეთანხმება, ამის შემდეგ მან დემონსტრაციულად საწამლავი დალია. მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.