პარლამენტის ყოფილმა წევრმა და გიორგი შენგელაიას მხარდამჭერმა პეტრე მამრაძემ ტელეკომპანია “იბერიის” გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა, რომ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ თბილისის ომი დაიწყო. მისივე თქმით, სახელმწიფო გადტრიალების ერთ-ერთი ორგანიზატორი თენგიზ სიგუა ზვიად გამსახურდიაზე აღმატებული პიროვნება იყო.
„ჩვენ გვახსოვს რა ხდებოდა. პუტჩი და თბილისის ომი დაიწყო პირადად ზვიად გამსახურდიამ. ზვიად გამსახურდიამ ერთადერთმა მთელს საბჭოთა სივრცეში შეასრულა რუსი ჩეკისტების ბრძანება აგვისტოს თვეში 1992 წელს 19 აგვისტოს და გამოსცა ბრძანება და დაშალა ქართული გვარდია, რის გამოც ქართული გვარდია გავიდა თბილისიდან და დაბანაკდა კასპში. თენგიზ სიგუა ზვიად გამსახურდიაზე მეტია”. – განაცხადა პეტრე მამრაძემ.