არგენტინაში 500 კგ. მარიხუანას გუჩინარებაზე გამოძიება მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, პოლიციამ დაუჯერებელი ფაქტი გამოავლინა: 500 კგ. მარიხუანა თაგვებმა მოიპარეს.
არგენტინაში, ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ 6000 კგ. მარიხუანა შემთხვევის ადგილიდან ამოიღო. თუმცა, აქედან 500 კგ. გაქრა. მარიხუანა ნივთმტკიცების საცავში იყო შენახული და საცავი დალუქული იყო. ამიტომ, პოლიცია არ უშვებს, რომ იქ ვინმეს შეღწევა და მოპარვა შეეძლო. ერთადერთი ვერსია, რაც რჩება, ისაა, რომ 500 კგ. მარიხუანა თაგვებმა მოიპარეს.
აღნიშნულის გამო პოლიციის რიგებიდან 8 თანამშრომელი დაითხოვეს, რომელთაც საცავის ზედამხედველობა ევალებოდათ. შემთხვევის შესახებ სწორედ მათ გაახმოვანეს.
უშიშროების მინისტრი ქრისტიან რიტონდო აცხადებს, რომ პოლიციელებმა თავიანთი მოვალეობა ჯეროვნად ვერ შეასრულეს, მათ ნივთმტკიცების შენახვა ევალებოდათ.
არგენტინის უზენაესი სასამართლოს პრეს-სამსახურის განცხადებით, ნაკლები ალბათობაა თაგვებს ნარკოტიკი და საკვები ერთმანეთში არეოდათ. თუნდაც ასე მომხდარიყო, მაშინ ისინი დახოცილები უნდა ეპოვათ, რასაც ადგილი არ ჰქონია.