ინგლისის ლანკაშირის საგრაფოს სპიკერმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2021 წლისათვის ქალაქ მანჩესტერს სახელი უნდა შეეცვალოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლიდან მანჩესტერი – პერსონჩესტერად გადაკეთდება.
სახელწოდებები შეეცვლებათ ასევე მანჩესტერულ საფეხბურთო კლუბებს „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „მანჩესტერ სიტისაც“. წყაროს მტკიცებით, ინგლისის პრემიერლიგის გრანდებს 6 თვიანი ვადა მიეცემათ სახელის შესაცვლელად.
კომიტეტის წევრების 85 %-მა უკვე დაუჭირეს მხარი აღნიშნულ ცვლილებებს. მათი მტკიცებით, ცვლილებები აუცილებელია, რადგან ქალაქის სახელის თავსართში სიტყვა Man, ანუ კაცი ფიგურირებს. თანამედროვე, მულტიკულტურულ ბრიტანეთში, როდესაც საქმე ეხება ქალაქის დასახელებას, არ უნდა არსებობდეს გენდერული თანასწორობის პრობლემა.
ინიციატივას უკვე გამოუჩნდა უამრავი მოწინააღმდეგე. მათი მტკიცებით, მანჩესტერის გადაკეთება პერსონჩესტერად ნამდვილად არ არის ის იდეალური ალტერნატივა, რომელსაც მხარს მოსახლეობის უმეტესობა დაუჭერს.