აშშ-ის 43-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ქალიშვილმა ჯენამ ტელეარხ NBC-ზე შოუში განაცხადა, რომ თეთრ სახლში მოჩვენებები ბინადრობენ. მისი თქმით, ერთ საღამოს, ერთ-ერთ ოთახში, სადაც მას თავის დასთან, ბარბარასთან ეძინა, ბუხრიდან 1920-იანი წლების მუსიკის ხმები გაისმა. რამდენიმე კვირაში იგივე განმეორდა, თუმცა ამჯერად ბუხრიდან უკვე საოპერო არიები ისმოდა.
ჯენა და ბარბარა ბუშები 1981 წელს დაიბადნენ. როცა უმცროსი ჯორჯ ბუში პრეზიდენტი გახდა, დები მაშინ 19 წლის იყვნენ. 2001 წელს ჯენა ოსტინში ტეხასის უნივერსიტეტში დააკავეს, მას 21 წლამდე მიუღწეველი პირების მიერ ალკოჰოლის შენახვის წესების დარღვევა დასდეს ბრალად.