2014 წლის ოფიციალური აღწერის მიხედვით საქართველოს მოსახლეობა 3 714 000 ადამიანს ითვლის. აქედან 3.2 მილიონი არის ქართული ეთნოსის, მაგრამ რეალურად ქართველების რაოდენობა გაცილებით მცირეა, რადგან ხშირად, სხვა ერის წარმომადგენელი აღწერის დროს ეროვნებაში ქართველს უთითებდა. გასათვალისწინებელია ასევე, ქართულ გვარზე გადმოსული უცხოელების რაოდენობაც. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველების რაოდენობა 3 მილიონს საკმაოდ ჩამოსცდა.
გაეროს მონაცემებით ქართველები 2050 წელს საკუთარ ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობად ვიქცევით. მათი გათვლებით 2030 წელს საქართველოს მოსახლეობა 3, 7 მილიონი უნდა ყოფილიყო, თუმცა საქართველოს მოახლეობა იმაზე უფრო კატასტროფულად მცირდება, ვიდრე გაერომ იწინასწარმეტყველა და საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონი 2030 წელს კი არა, 2014 წელს გახდა.
საქართველოს მოსახლეობა 29 წელიწადში 1.8 მილიონით შემცირდა. სიკვდილიანობამ შობადობას ოფიციალურად გადააჭარბა, ყველაზე დიდ პრობლემად კი ემიგრაცია სახელდება, რის გამოც მოსახლეობის რაოდენობა კატასტროფულად მცირდება. ძალიან მალე, ამ ტენდენციის გაგრძელებით, ქართველი ერი 2 საუკუნის წინანდელივით, კვლავ გადაშენების პირას მივა.